Tuesday, April 17, 2018

კროსვორდი
1                
2        
3        
4        
5    
6            
7            
1 მწერი,რომელიც ბევრს მუშაობს.
2 მწერი,რომელიც დახტის.
3 მწერი,რომელიც ქსელს აბამს.
4 ფუტკრის, ობობას, პეპლის, კრაზანას, ჭიანჭველას საერთო სახელი.
5 ფუტკრის სახლი.
6 მწერი,რომელიც ჭრიჭინებს.
7 ფუტკრის მსგავსი მწერი.

Saturday, April 24, 2010


,,იყო და არა იყო რა” ---- ინგლისური ხალხური ზღაპარი ,,სამი გოჭი’’,
სპექტაკლი –ს. მიხალკოვი ,,სამი გოჭი’’.

პროექტის შემსრულებლები: ქ.რუსთავის#24 ქართული გიმნაზიის 1-ე კლასის მოსწავლეები


I. რა არის პროექტი?
_ პროექტი – ეს არის მოსწავლეთა მიერ წინასწარ დაგეგმილი და
და დამოუკიდებლად ჩატარებული სამუშაო, რომელიც მათ შეუძლიათ
წარმოადგინონ გამოფენის, სპექტაკლის, ზღაპრის, კრებულის სახით.


II. ფუნქციის განსაზღვრა და გადანაწილება;
კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად. ირჩევა კაპიტნები, თითოეული ჯგუფი
ინაწილებს სამუშაოს და ფუნქციებს.

I ჯგუფი: ,, იყო და არა იყო რა’’ – უნდა წარადგინონ ინფორმაციები ხალ-
ხურ და ლიტერატურულ ზღაპრებზე.

ზღაპარი – პროზაული სახის ფანტასტიკური, ჯადოსნური, სათავგადასავლო
ან ყოფითი ხასიათის მოთხრობაა.
ზღაპრებს ძალიან დიდი ხნის წინ იგონებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც
ადამიანებმა წერა-კითხვა არც კი იცოდა. ზღაპრებს მოუთხრობდნენ თავიანთ
შვილებს, შვილიშვილებს... მათ ქმნიდა ხალხი და ამიტომაც ხალხურ ზღაპ-
რებს უწოდებენ.
შემდეგ კი, როდესაც ადამიანებმა წერა- კითხვა ისწავლა, დაიწყეს ზღაპრე-
ბის ჩაწერა და დამუშავება.
მწერლების – მეზღაპრეების მიერ შექმნილ ზღაპრებს ლიტერატურული
ზღაპარი უწოდეს.
ზღაპარი ,, სამი გოჭი ‘’ – ინგლისური ზღაპარია. თურმე რამდენიმე მეზღაპ-
რე დაინტერესდა ამ ზღაპრით და ლიტერატურული ზღაპრის სახით წარმოგ-
ვიდგინა ანუ თვითონ მოგვითხრო სამი გოჭის ამბავი.
ჩვენი ზღაპარი ,, სამი გოჭი ‘’ დაწერილია რუსი მწერლის სერგეი მიხალკო-
ვის მიერ.






II ჯგუფი – გაგვაცნობს თეატრის ხელოვნებას.

თეატრალურ წარმოდგენათა უძველეს ფორმებს შორეულ წარსულში გადავყა-
ვართ.
ცნობილია, რომ პირველყოფილი ადამიანები ნადირობით, თევზაობით შოულობდნენ სარჩო საბადობელს. უძველეს დროს ნადირობის სცენებს ადამიანები დადგავდნენ, გაითამაშებდნენ. თითქოს წინასწარვე გადაწყვეტდნენ ბრძოლის კეთილ შედეგს. ერთნი ნადირის ტყავით იმოსებოდნენ,
თავს იმშვენებდნენ ფრინველთა ბუმბულით თუ ცხოველთა რქა – ეშვით, რომელიც უნდა მოეკლათ. ისინი ცეკვავდნენ დოლის ხმაზე, მღეროდნენ კიდეც.
უძველესს ადამიანებს სწამდათ, რომ სანადირო თამაშს მაგიური ძალა ჰქონდა,
მასზე იყო დამოკიდებული ნადირობისას მთელი ტომის ბედ – იღბალი.

ამ თეატრში რეჟისორი – ტომის ბელადი იყო, მსახიობები უბრალო ადამიანები. ჰყავდათ მუსიკოსებიც.

დღევანდელმა თეატრმა სახე იცვალა, თეატრისთვის განსაკუთრებულია სცენა, ფარდა, განათება, მსახიობები, რეჟისორი.

_ ადგილი სადაც სპექტაკლი თამაშდება სცენა ეწოდება. სცენა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ადგილს, რომელიც დარბაზიდან განცალკავებულია, სადაც მსახიობები თამაშობენ, თეატრი ჯადოსნური სამყაროა..
_ ფარდა გვიჩვენებს იწყება თუ მთავრდება სპექტაკლი.
_ სპექტაკლს წერს დრამატურგი.
_როლებს ანაწილებს რეჟისორი. დღეს ჩვენი სპექტაკლის რეჟისორია:

ეკა ესებუა .


_ სპექტაკლში თამაშობენ მსახიობები.
_ სპექტაკლში აუცილებელია კომპოზიტორი, მუსიკოსი, რომ გააფორმოს სპექტაკლი.


დღეს ჩვენი სპექტაკლის კომპოზოტორია – ნონა იაშაგაშვილი.

_ და აუცილებლად გვჭირდება მხატვარი, რომელიც შექმნის დეკორაციებს, გა-
ფორმებს სცენას. ამისათვის ჩვენ გვყავს მხატვართა ჯგუფი, რომელსაც
დახმარებას უწევდა ჩვენი თანაკლასელის დედა – ნაილი კახაბრიშვილი.
_ აუცილებელია განათება, რომლის მიხედვით ვხვდებით დაიწყო თუ დამთავ-
რდა წარმოდგენა.
_ და ბოლოს, თეატრში მთავარ როლს თამაშობენ მაყურებლები, მსახიობები
ხომ მათთვის თამაშობენ სპექტაკლს. თუ მაყურებელს მოეწონა , ამას ისინი
გამოხატავენ ტაშის დაკვრით.


III ჯგუფი_ ქმნის აფიშას და წიგნის ილუსტრაციას.

თეატრში მხატვარს ძალიან მნიშვნელობანი საქმე აქვს შესასრულებელი:
უნდა განსაზღვროს რომელ გმირს როგორი სამოსი ეცმევა. სცენაზე სად რა საგანი, ნივთი უნდა მოთავსდეს.
ამზადებს აფიშას. ,, აფიშა’’ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გამოკრულ
განცხადებას, მისი დანიშნულებაა მაყურებლისთვის შეტყობინება იმისა, რომ თუ სად როდის რა სანახაობა იმართება.
,, ილუსტრაცია’’ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს ,,თვალსაჩინო
გამოსახულებას’’.
წიგნის დასურათებაზე მუშაობის დაწყებამდე მხატვარმა ყურადღებით უნდა
წაიკითხოს ლიტერატურული ნაწარმოები, შეარჩიოს განსაკუთრებული მნიშვნე-
ლოვანი ეპოზოდები, გაითვალისწინოს სად და როდის ხდება მოქმედება, როგორ
აღწერს მწერალი ნაწარმოების მოქმედი პირების გარეგნობას და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს მუშაობა ილუსტრაციაზე.


ილუსტრაციამ წიგნში შეიძლება დაიკავოს მთელი ან ნახევარო გვერდი, ასევე შეიძლება მოთავსდეს ორ გაშლილ გვერდზე ან ტექსტში იყოს მიმოფან-
ტული.
ილუსტრაცია შეიძლება იყოს ფერადი, ისე შავ- თეთრი.
მომავალი ნამუშევრებისათვის მხატვარი ხშირად ქმნის წინასწარ ჩანახატებს_ესკიზებს, რომლებსაც შემდეგ აფორმებს და აფერადებს, ასრულებს ნახატს.


IV ჯგუფი წარმოადგენს სპექტაკლს.








III ბიუჯეტის განსაზღვრა

ბიუჯეტის განსაზღვრამდე საჭიროა _ განისაზღვროს რესურსები:
ფორმატის ქაღალდები
საღებავები
ფანქრები
ფუნჯები
მუყაო
ფლომასტერები
ფოტოები
კომპიუტერული მომსახურეობა


განისაზღვრება ბიუჯეტი: თანხების მოძიება მოხდა სამეორნეო საბჭოს,
მშობლების, სპონსორის დახმარებით.

IV ვადების განსაზღვრა


მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ერთად დაგეგმეს და განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების ეტაპები და ვადა.
პროექტის დასრულების ვადაა 20 .12.11


ჯგუფის პასუხისმგებელი პირები ვალდებულები არიან დავალება დასახულ
ვადაში დაასრულონ.





ბიუჯეტის შედგენა

შესაძენი რესურსები რაოდენობა ზუსტი ღირებულება პასუხისმგებელი პირი
1)ფორმატები,გუაში,საღებავები,
ფლომასტერები,მარკერები,
მუყაო, ფუნჯი
2)კომპიუტერული ბეჭდვის და გრაფიკის ხარჯი
3)ფოტოების გადაღების და დაბეჭდვის ხარჯი
4)გაუთვალისწინებელი ხარჯები













პროექტის ფორმატის განსაზღვრა 11.11.11-20.12.11 პასუხისმგებელი პირი
ეკა ესებუა-მასწ.

ფუნქციების გადანაწილება, ვადების განსაზღვრა, ბიუჯეტის განსაზღვრა:

ე.სიჭინავა -მშობელი

მ.მულაძე-მშობელი
დ.მატუაშვილი—მშობელი.
სპექტაკლის დადგმა: ეკა ესებუა

შეფასება:

მ.ბარქაია -რუსთავის#24 ქართული გიმნაზიის დირექტორი

გ.პაპოშვილი-დირექტორის მოადგილე სასწ.აღმზრდ.დარგში












პროექტის შეფასება


პროექტის შეფასება ხდება ორი ტიპის შეფასებით: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით.


ა) განმსაზღვრელი ანუ შეფასება მხოლოდ იმ ქულებით, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების მიღწევის დონეს წინასწარ განმსაზღვრელი მიზანთან მიმართებაში.

საჭირო მასალის მოგროვება ()ქულა
აზრის გადმოცემა ( ) ქულა
აუდიტორიასთან კონტაქტი ( ) ქულა
ილუსტრირებული წიგნი ( ) ქულა
აფიშა ( ) ქულა
სპექტაკლის თამაში ( ) ქულა




ბ) განმავითარებელი შეფასება : კომენტარები, რომელიც იწერება დავალების შესრულების შემდეგ ან კეთდება ზეპირად და შეიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს.


I ჯგუფი _ ჯგ. კაპიტანი: სიჭინავა ელგუჯა
ოთინაშვილი ლაშა
ფოცხვერაშვილი ანანო
კახაბრიშვილი დემეტრე
კახაბრიშვილი ერეკლე


II ჯგუფი_ ჯგ.კ აპიტანი: დიდებულიძე მარი
კოხტაშვილი დათო
მატუაშვილი დათო
ბეკოშვილი ლუკა
ფაიქრიძე ბექა
მჭედელაძე ლიკა

III ჯგუფი_ ჯგ. კაპიტანი: მულაძე მარი
ჯინჭარაძე ნინო
ჩარკვიანი ნინო
ხოსრუაშვილი მარი

IVჯუფი ( დგამთ სპექტაკლს)

ბერია დათო , გოგოლაძე მარი, მეხახიშვილი ანა, ნაქევხრიშვილი ზურა, მიშველიძე მათე, შაქარაშვილი დათო.